LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკოსების განცხადებებმა, ბანკებს საპენსიო მომსახურების სურვილი გაუქრო – გიორგი კაპანაძე

147
publika.ge-50-

„პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებებმა, ბანკებს საპენსიო მომსახურების სურვილი გაუქრო”, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პენსიების საბანკო მომსახურების და მასთან დაკავშირებული სესხების საკითხი, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე, მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების წამყვანი საკომუნიკაციო მიმართულება იყო.

„მათი გაგება კიდევ შესაძლებელი იქნებოდა, თუკი მათ განცხადებებში კონკრეტულ გათვლებსა და რეალურ შესაძლებლობებზე საუბარს დავინახავდით. სამწუხაროდ, არა – მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ შიშველი პოპულიზმი და საბაზრო პრინციპს ძირშივე აცდენილი მსჯელობა გვხდებოდა“, – აღნიშნა კაპანაძემ “ბიზნესპარტნიორთან”.

როგორც „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა განმარტა, ამგვარმა ქმედებამ საბანკო სექტორს დაანახა, რომ ყველა შესაძლო შემთხვევაში, პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვან ნაწილს შეუძლია ანგარიშმიუცემლად მიაყენოს დაუმსახურებელი რეპუტაციული ზიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g