LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიზებული მართლმსაჯულება ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია – სოლიდარობა ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთელს: პარტია „დროა“

100
დროა

„რუსული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ დემოკრატიული სამყაროს დაპირისპირებაში ერთ-ერთი მთავარი იარაღი სოლიდარობა და დემოკრატიული ფასეულობების ურყევი მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ, პარტია „დროა“ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთელს, რომლებიც ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლები გახდნენ“, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „დროა“ ავრცელებს.

პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ „ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საქართველოს ხალხის, ერთიანი პრინციპულობა და სიმამაცე, ასევე საქართველოს დასავლელი პარტნიორების ერთგული მხარდაჭერა სულ მალე საბოლოოდ აარიდებს ჩვენს ქვეყანას რუსეთის კოლონიად კვლავ გადაქცევის საფრთხეს და მეტიც, მიგვიყვანს ნატოსა და ევროკავშირის ღირსეულ წევრობამდე“.

თუ სასამართლო დარჩება სამართლებრივ სივრცეში, მაშინ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი მაქვს…არავითარი საფუძველი ამ ბრალდებას არ გააჩნია: ზვიად კორძაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე

ხვალინდელი განაჩენის ფასი ბნელი მომავალი + სავარაუდოდ 1.5 მილიარდი დოლარია – ხუხაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

„ხვალ, 12 იანვარს, მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე, რომელსაც რეალური სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის ერთ-ერთ ცხად მაგალითს წარმოადგენს.

პოლიტიზებული მართლმსაჯულება ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. სწორედ ამიტომ, მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში, ყველა ის ადამიანი თუ ორგანიზაცია, ვინც არ ემორჩილება მმართველი ძალის პოლიტიკურ ნებას თუ პირად სურვილებს, სისტემური პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი ხდება.

ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმეს რამდენიმე მოტივი აქვს: დამოუკიდებელი ბიზნესმენების დასჯა, შურისძიება კრიტიკულ მედიასაშუალება TV პირველზე და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ხელის შეშლა. ეს ყოველივე კი ნათლად გვაჩვენებს, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის მიზანი საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაა, რამაც შესაძლოა, ქვეყანას დააკარგვინოს სუვერენული გეოპოლიტიკური ფუნქცია.

რუსული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ დემოკრატიული სამყაროს დაპირისპირებაში ერთ-ერთი მთავარი იარაღი სოლიდარობა და დემოკრატიული ფასეულობების ურყევი მხარდაჭერაა.

სწორედ ამიტომ, პარტია „დროა“ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთელს, რომლებიც ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლები გახდნენ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საქართველოს ხალხის, ერთიანი პრინციპულობა და სიმამაცე, ასევე საქართველოს დასავლელი პარტნიორების ერთგული მხარდაჭერა სულ მალე საბოლოოდ აარიდებს ჩვენს ქვეყანას რუსეთის კოლონიად კვლავ გადაქცევის საფრთხეს და მეტიც, მიგვიყვანს ნატოსა და ევროკავშირის ღირსეულ წევრობამდე“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

mazda magti 5g