LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონელ ჩინოვნიკებს მოქალაქეებთან სასაუბროდ „ადამიანურ“ ენას შეასწავლიან

49
art-lasovsky-8xddfc6nkby-unsplash

პოლონური ქალაქის, ტიხის მერიის თანამშრომლებს მოქალაქეებთან სასაუბროდ უბრალო ენის შესწავლა მოუწევთ.

ტიხის მერია ადგილობრივებს ყოველწლიურად 100 ათას წერილს უგზავნის. საკანცელარიო ენის გამოყენების გამო ჩინოვნიკთა პასუხები მოსახლეობისთვის ზოგჯერ სრულიად გაუგებარია, მაგალითად, საცხოვრებლის შეძენის თხოვნაზე უარის თქმა შესაძლოა შედგენილი ყოფილიყო 8 ძალიან რთული წინადადებისგან, რომელიც იურიდიული ტერმინებითაც იქნებოდა დახუნძლული. ეს კი მარტივი საკითხის გარკვევას ბევრად ართულებდა და ათობით საჩივრის მიზეზი ხდებოდა.

მერიის თანამშრომლებს პირველი ასეთი სემინარი ექსპერიმენტის სახით ჯერ კიდევ 2018 წელს ჩაუტარდათ და აღმოჩნდა, რომ უბრალო ენით დაწერილი წერილი რესპონდენტთა 99%-ს მოსწონს. სწორედ ამიტომ, „ადამიანური“ ენის შესწავლა ჩინოვნიკებისთვის სავალდებულო გახდება.

მერიის თანამშრომლებს მოუწევთ, რომ ყველა რთული ტერმინი, რომლის გამოყენებასაც გადაწყვეტენ, გაშიფრონ და ახსნან. გარდა ამისა, მათ ურჩევენ რომ ამა თუ იმ სიტუაციაში აღმოჩენილ მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა ძალიან მარტივი ენით დაუწერონ, ყოველგვარი გრამატიკული კონსტრუქციების გარეშე.

ჩინოვნიკების მოსამზადებელი სემინარები ვროცლავის უნივერსიტეტის ლინგვისტებმა შეიმუშავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები