პოლონელებს ეკოლოგიური ტრანსპორტი ყველაზე მეტად აინტერესებთ. როგორც ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, პოლონეთში ახალ ავტომობილთა 8,2% ალტერნატიული ენერგიის სახეობებს იყენებს, რაც ბიოსაწვავსა და ელექტროენერგიას გულისხმობს. ეს კი მთელი ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პოლონეთის შემდეგ კი ბიოენერგია იტალიელებს აინტერესებთ და ახალ ავტომობილთა 7,9% სწორედ ელექტრომობილებს შეადგენს. და ბოლოს, რაც შეეხება მესამე პოზიციას, მას 2,5%-იანი მაჩვენებლით უნგრეთი იკავებს.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეკოლოგიური ტრანსპორტით დაინტერესებას სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები ზრდიან, ამიტომ ხელისუფლებამ მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად უნდა წაახალისოს.