პოლონეთის სოფლებში ტურისტებისთვის და ქალაქიდან ჩამოსული მოსახლეობისთვის, სპეციალური საინფორმაციო აბრები გამოჩნდა. წარწერები ვიზიტორებს ახსენებს, რომ სოფელი – კურორტი კი არა, შრომის ადგილია, წერს გამოცემა podroze.
ამ გზით სოფლებში მცხოვრებლებს სურთ სტუმრებს აუხსნან, რომ რეგიონში ბუნებრივი მოვლენაა ტექნიკის ხმაური, ცხოველებისა და სასუქის სუნი. ეს არის ფერმერების ნორმალური ყოფის ნიშნები, როცა საკვებს აწარმოებენ.
აბრები გახდა პასუხი სოფელში ახალმოსახლეების მხრიდან გახშირებულ საჩივრებსა და სარჩელებზე. ზოგიერთი მათგანი ჩიოდა ფერმიდან გამოსულ ხმებსა და არომატებზე, მიუხედავად იმისა, რომ მეურნეობები კანონის დაცვით მუშაობდნენ.
ორგანიზატორები ხაზს უსვამენ: მიზანი არ არის კონფლიქტი, არამედ ურთიერთპატივისცემა და გაგება ქალაქსა და სოფელს შორის. ბევრი ადგილობრივი მცხოვრები და ფერმერი მხარს უჭერს ასეთ ინიციატივას.
აბრებზე მოთხოვნა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ორგანიზატორებმა მაკეტი ინტერნეტში უფასოდ ჩამოსატვირთად განათავსეს. ახლა ყოველი ფერმერი შეძლებს ამგვარი გაფრთხილების დაბეჭდვას და თავის მიწაზე დამონტაჟებას.