პოლონეთი არ დაუშვებს რუსეთის დელეგაციას ეუთო-ს წევრი ქვეყნების მინისტრთა სხდომაზე, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება.
ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლუკაშ იასინამ განაცხადა.
კითხვაზე, ელოდებიან თუ არა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტს, იასინმა უპასუხა:
“ჩვენ არ ველოდებით ლოდზში ლავროვის ვიზიტს”.
ცნობისთვის, წელს, პოლონეთი, როტაციის წესით, ეუთოს ყოველწლიურ მინისტერიალს თავმჯდომარეობს, რომელიც ლოდზში 1-2 დეკემბერს გაიმართება.
