ცნობილი იტალიური მშრალი შუშხუნა ღვინო პროსეკო შესაძლოა მაღაზიის დახლებიდან სამუდამოდ გაქრეს. მიზეზი კლიმატის გლობალური ცვლილებაა და ასეთ დასკვნამდე იტალიაში, პადუას უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ.
მკვლევართა აზრით, საფრთხის ქვეშაა ასევე ბურგუნდიული ღვინო და კაბერნე სოვინიონი, რამეთუ ამ სახეობებისთვის საჭირო ყურძნის მოსავალი მკვეთრად მცირდება.
მაგალითად, პროსეკოს დასამზადებლად იყენებენ ყურძენს, რომელიც მთიან მასივში მოდის. კლიმატის ცვლილების გამო ამ ვენახებს უფრო ხშირად უწევთ ბუნებრივი კატაკლიზმების გადატანა, როგორც წყალდიდობის ასევე აუტანელი სიცხის. ბუნებრივია, ეს მოვლენები ნიადაგის დეგრადაციას იწვევს და ვენახიც იღუპება. ასეთი სახეობების გადარჩენის მეთოდებიც ჯერ ვერავინ მოიფიქრა.
გარდა ამისა, მძიმე კლიმატური პირობები ახალგაზრდა მეღვინეებსაც აფრთხობს და უახლოეს მომავალში ამ სფეროში შესაძლოა სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი წარმოიქმნას.