LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპულარული სერიალები ყველაზე არალოგიკური დასასრულით

127

USA Today-ს კინოკრიტიკოსებმა იმ პოპულარული სეირალების რეიტინგი გამოაქვეყნეს, რომლებსაც ყველაზე უინტერესო ან არალოგიკური დასასრული ჰქონდა.

ანტირეიტინგის ლიდერი სიტკომი „როგორ შევხვდი დედათქვენს“ გახდა. დასასრულს, ტედი (ჯოშ რენდორი) მოულოდნელად აღადგენს ურთიერთობას რობინთან (კობი სმოლდერსი). მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეპიზოდების განმავლობაში მათი მეგორბობა აშკარა ტოქსიურობას უკეთებდა დემონსტრირებას. კრიტიკოსების აზრით, სერიალი არის იმისი ნათელი მაგალითი, რომ გადამღები ჯგუფი  წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით ხელმძღვანელობდა, რაც ნამდვილად არ ღირდა.

მეორე ადგილზე „საინფელდი“ იმყოფება. ანტირეიტინგის ავტორებისთვის სრულიად არალოგიკურია ის ფაქტი, რომ მთავარი პერსონაჟები საბოლოოდ ციხეში ხვდებიან.

მესამე პოზიციაზე „დაკარგულები“ განთავსდა, რომლის მთავარი გმირებიც მოულოდნელად სხვა სამყაროში აღმოჩნდებიან.

რეიტინგში მოხვდა თრილერი „დექსტერიც“, რომლის უჩვეულო ფინალის მიხედვით, მთავარი გმირი სიკვდილს გაითამაშებს და ცხოვრებას მარტოდმარტო, მეტყევედ გააგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები