ფირმა Porsche 200 ათასამდე ავტომობილს უკან გამოიწვევს, რადგან მათ ფარების პრობლემა აქვთ. მაისის თვეში მწარმოებელმა აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ ავტომობილს ფარების ჰორიზონტალური რეგულირების მექანიზმი არ აქვს. ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი პრობლემა შესაძლოა 193 259 სპორტქარს, კროსოვერსა და სედანს ჰქონდეს. საუბარია 2002 წლიდან 2019 პერიოდში გამოშვებულ Cayman S-ზე, Macan-ზე, Cayenne-სა და Panamera-ზე.
უკან გამოწვევის მიზეზი ისაა, რომ „პორშეს“ ავტომობილები აშშ-ს ფედერალური უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ფარების შუქი ვერ რეგულირდება და შესაძლოა შემხვედრი მძღოლები დააბრმაოს, რაც დაუშვებელია.
რისკ ჯგუფში აღმოჩენილი ავტომობილების მძღოლებს სერვისში დაუგეგმავად მისვლა მოუწევთ. Porsche მეპატრონეებს 29 ოქტომბრიდან გააფრთხილებს, გერმანული ბრენდის დილერები კი უკვე საქმის კურსში არიან.