LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche Cayenne ჰააგაში სახლის ინტერიერის ნაწილი გახდა

132

ჰააგის მაცხოვრებელმა გასაყიდად ოთხსართულიანი თაუნჰაუსი გამოიტანა, რომლის მისაღებშიც შესაძლებელია Porsche Cayenne-ის დაპარკინგება. საქმე ის გახლავთ, რომ მფლობელი ავტოფარეხის ნაწილს ისე იყენებს, როგორც მოსასვენებელ ოთახს. სახლი, რომლის საერთო ფართიც 277 კვადრატული მეტრია 1,6 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ყოფილი ავტოფარეხი ოთხი ავტომობილის შესანახად არის განკუთვნილი, ის ოთახად არის გადაკეთებული, სადაც კითხვის ზონა და სასადილო მაგიდაც არის. ოთახში არის გარდერობი, ნივთებისა და ინსტრუმენტების შესანახი სათავსო, ასევე სახლის უკანა მხარეს პირდაპირი გასასვლელი ბაღში.

გამოცემა Autoblog.nl აღნიშნავს, რომ მსგავსი დიზაინ კონცეფცია, სადაც ავტომობილი სახლის ინტერიერის ნაწილი ხდება, სულ უფრო ხშირად გვხვდება. მაგალითად, ამსტერდამის ცენტრში ერთი ასეთი სახლია, სადაც პრაქტიკულად სამზარეულოშია Porsche Boxster დაპარკინგებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები