LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-მ ხუთი საუკეთესო კონცეპტქარი აირჩია

37

კომპანია Porsche-მ თავისი ხუთი საუკეთესო კონცეპტი გამოარჩია. საუკეთესო პროტოტიპებს რგოლში პეტერ ვარგა და ივო ვან ჰალტენი წარმოადგენენ – ადამიანები, რომლებიც მარკის ავტომობილების გარეგნობასა და ინტერიერზე აგებენ პასუხს.

მეხუთე ადგილი დიზაინერებმა კუპე 754-ს მიანიჭეს, რომელიც ფერდინანდ პორშემ 1959 წელს შეიმუშავა.

მეოთხე პოზიცია Porsche 989-ს პროტოტიპმა დაიკავა, რომელიც 1980-იან წლებში შეიქმნა. ეს ავტომობილი სერიული უნდა გამხდარიყო, თუმცა პროექტი გააუქმეს. მსგავსი ავტომობილი კონვეირში 2000 წელს ჩაეშვა და ეს ”პანამერა” იყო.

მესამე ადგილზე დიზაინერებმა ორ კარიანი და ოთხ ადგილიანი კაბრიოლეტი ”Cayenne” დააყენეს, მეორე ადგილი კი ჰიბრიდულ სპორტქარ 918 Spyder-ის პროტოტიპს მიაკუთვნეს.

რაც შეეხება საპატიო პირველ ადგილს, აქ ელექტრო კონცეპტი Mission E განათავსეს, რომელიც 2020 წელს სერიული უნდა გახდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები