LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-მ კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მეტი ავტომობილი გაყიდა

97

გერმანული Porsche-სთვის 2017 წელს მთავარი საავტომობილო ბაზარი ჩინეთი გახდა. გასულ წელს მხოლოდ ჩინეთში 71 508 ავტომობილის რეალიზაცია მოხდა, რაც 10%-ით მეტია, ვიდრე 2016 წელს.

გერმანული საავტომობილო მწარმოებელისთვის გასული წელი რეკორდული იყო, გაყიდების მოცულობა გლობალურ ბაზარზე 246 375 ერთეულს შეადგენს.

საინტერესო ფაქტია ის, თუ რა სწრაფად მოახერხა კომპანიამ შედეგების გაორმაგება. 2011 წელს Porsche-ს რეალიზაცია მხოლოდ 116 978 ავტომობილს შეადგენდა.

გაყიდვების ლოკომოტივი გასულ წელს საშუალო ზომის ქროსოვერი Porsche Macan გახდა. ის 97 000-იანი ტირაჟით გაიყიდა.

Porsche მთავარმა კონკურეტებმა გასულ წელს მნიშვნელოვანდ მცირე რაოდენობის ავტომობილი გაყიდეს. Aston Martin-მა 5 117 ავტომობილი, Jaguar-მა კი 178 601 ავტომობილი გაყიდა. ხოლო Maserati-ს გაყიდვების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები