LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-მ საუკეთესო სპოილერებიანი ავტომობილები დაასახელა (ვიდეო)

32

კომპანია Porsche-მ ხუთი მოდელი აირჩია რომლებსაც საუკეთესო აეროდინამიკური ფრთები და სპოილერები აქვთ. საყვარელი ავტომობილები გერმანული მარკის ყოფილმა სარბოლო დირექტორმა ნორბერტ ზინგერმა დაასახელა.

მეხუთე ადგილი ზინგერის სიაში სატრეკო Cayman GT4-მა დაიკავა, რომელსაც აქვს როგორც პატარა სპოილერი, ისე მასიური აეროდინამიკური ფრთა. მეოთხე პოზიცია მოდელმა 959-მ დაიკავა, მესამე ადგილი კი სახელგანთქმულ 911 Carrera RS 2.7-ის უკანა მხარეს ერგო.

მეორე ადგილი ახალ პანამერას ერგო, რომელსაც მოძრავი სპოილერი აქვს. პირველი ადგილი კი მასიური აეროდინამიკური ფთით სარბოლო Porsche 935 Moby Dick-მა დაიკავა.

https://www.youtube.com/watch?v=wjUaQASt_hc

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები