კომპანია Porsche-მ ექსკლუზიური სათამაშო კონსოლი Xbox წარადგინა. 2023 წელს ბრენდი თავის 75 წლის იუბილეს აღნიშნავს და დღესასწაულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ბრენდის სპორტული პროტოტიპების რბოლაში დაბრუნება გახდება. ამას დაემატა სათამაშო კონსოლი Xbox-იც. თანაც, ლიმიტირებული თამაში Porsche-ს გულშემატკივართათვის საჩუქარი გახდება. კონსოლი 7 სხვადასხვა ფერის 15 ხაზს მიიღებს და თითოეული ისტორიულ მანქანებს უკავშირდება.
მაგალითად, ნარინჯისფერი პატივს მიაგებს 1970-იან წლებს და Porsche 917-ს, ვარდისფერი ხაზი ცნობილი Porsche 911 RSR-ის შესახსენებლადაა, მწვანე და ცისფერი ეს ორივე ფერი 1970-იან წლებს და Porsche-ს „ჰიპის“ უკავშირდება.
სათამაშო კონსოლი სულ 75 ეგზემპლარად გამოვა და თითოეულს გაათამაშებენ სპეციალურ საიტზე, სადაც დარეგისტრირებას აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის 18 წელს გადაცილებული მოქალაქეები შეძლებენ.