კომპანია Porsche-მ ყველაზე მაღალმთიანი „პოპ-აპ-სთორი“ გახსნა, რაც დროებით სავაჭრო მოედანს წარმოადგენს. ის ფრანგულ კომუნა ვალ დ’იზერში, მთის წვერზეა განთავსებული. ავტოსალონი ზღვის დონიდან 2 300 მეტრზე, რესტორან ROK-ის გვერდით, სამთო-სათხილამურო კურორტ მერიბელზეა.
სავაჭრო მოედანი წარმოადგენს პოდიუმს, რომელსაც მინის გუმბათი აქვს. ის კრისტალს წააგავს. კონსტრუქციის საერთო წონა – სამ ტონას აღემატება. ავტოსალონში ბოლო თაობის Porsche Cayenne-ია წარმოდგენილი. მაღაზიის განსათავსებლად, Porsche-ს ვერტმფრენი და თოვლმავლები დასჭირდა.
Porsche-ში აღნიშნავენ, რომ მაღაზიის კონსტრუქციამ უკვე გაუძლო ქარიშხალ „ელეონორას“ ზეწოლას, რომელიც 170 კმ/სთ სიჩქარით ქროდა, ასევე ვერაფერი დააკლო ძლიერმა თოვამ და მინუს 25-მა გრადუსმა.
მესამე თაობის Porsche Cayenne, ფრანკფურტის ავტოსალონზე გასული წლის შემოდგომაზე გამოჩნდა.