Porsche-მ მოსალოდნელი მასობრივი შემცირებების მიზეზი გაამხილა. კომპანია, რომელიც პრემიუმ ავტომობილების გამოშვებითაა დაკავებული, მომავალი 5 წლის განმავლობაში შტატს მკვეთრად შეამცირებს – 1,9 ათასი ადამიანის გაშვება იგეგმება. ასეთი ნაბიჯის გადადგმა კომპანიას ელექტრომობილებზე მოთხოვნის შემცირების ფონზე და რთული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პირობების გამო უწევს, ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
შემცირებაში მოყოლილ თანამშრომლებს საკომპენსაციო პაკეტებს და პენსიაზე ნაადრევად გასვლის შესაძლებლობას ჰპირდებიან. ამასთან, Porsche იმის გარანტიას იძლევა, რომ გერმანიაში დასაქმებული ყველა თანამშრომელი 2030 წლამდე სრულად დაკავებული იქნება. შესაბამისად, ამ დრომდე თანამშრომელთა გათავისუფლება მხოლოდ ნებაყოფლობით მოხდება. გარდა შემცირებებისა, ავტომწარმოებელი ახალი პერსონალის აყვანის პროცესსაც შეზღუდავს.
თებერვლის დასაწყისში კი ცნობილი გახდა, რომ Porsche-ს ელექტროქარებმა იმედები გაუცრუეს და ისევ შიდა წვის ძრავაში იწყებს ინვესტირებას. „მწვანე“ ავტომობილთა სეგმენტი ძალიან ნელა ვითარდება, ამიტომ Porsche ჰიბრიდებსა და ბენზინის ავტომობილებზე ორიენტირდება.