LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche ყველაზე არასანდო ავტომობილების რეიტინგში ლიდერობს

141
porsche

Porsche ყველაზე არასანდო ბრენდია. ბრიტანულმა კომპანია Warrantywise-მა იმ მწარმოებლების სია შეადგინა, რომელსაც დაუგეგმავი სარემონტო სამუშაოები ყველაზე ხშირად სჭირდება. საკმაოდ დიდი სხვაობით ლიდერი Porsche გახდა, ტოპ-10-ში მოხვდნენ ისეთი ევროპული ბრენდებიც როგორიცაა – Land Rover, Jaguar, Alfa Romeo, Audi, BMW, Mercedes-Benz, Vauxhall და Volvo. აზიურ სეგმენტში ყველაზე ცუდი Mitsubishi აღმოჩნდა.

რეიტინგის შედგენისას სპეციალისტებმა საკუთარი შეფასების სისტემა გამოიყენეს. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კრიტერიუმი – დაუგეგმავი რემონტის მაქსიმალური ღირებულება იყო. ამ კუთხით ლიდერები Land Rover და Mercedes-Benz არიან, მაქსიმალური ხარჯი კი 23 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.

Audi-ს BMW-ს და Jaguar-ის ავტომობილების შეკეთებაც შესაძლოა ძალიან ძვირადღირებული იყოს. Porsche-ს გაფუჭების შემთხვევაში თანხამ 11 ათას ფუნტს არ გადააჭარბა. და ბოლოს, Alfa Romeo-ს შემთხვევაში ყველაზე რთული პრობლემაც კი 7 ათას ფუნტზე მეტი არ ჯდება.

აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები 2021-22 წლების მონაცემებს ეყრდნობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები