LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porshe-მ ახალი თაობის კუპეს პირველი ფოტო გამოაქვეყნა

62

გერმანული ბრენდის, Porshe-ს წარმომადგენლებმა ქსელში ახალი კუპეს 911-ის წინა სერიული მოდელის რამდენიმე ფოტო გაავრცელეს. ძარას მთლიანად შემოსაცმელი ფარავს, ამიტომ, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, რა შეიცვალა ავტომობილის გარეგნობაში.

ამ დროისთვის ასევე არაფერია ცნობილი ახალი გენერაციის Porsche 911-ის ტექნიკურ მხარეზეც.

სპორტქარი არ მიიღებს სრულად ელექტრო ვერსიას, ხოლო ჰიბრიდული ძრავი ხუთი წლის შემდეგ ექნება.

ასევე, არ იგეგმება ახალ 911-ზე უპილოტო მართვის ტექნოლოგიის გამოყენება.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ავტომობილს რადიკალური ცვლილებები არ შეეხება. მიუხედავად ამისა, ინჟინერები ამბობენ, რომ კუპე „ყველა დროის საუკეთესო 911 იქნება“.

სპორტქარი ასევე მოდიფიკაცია Turbo S-ს მიიღებს, რომელიც 630 ცხენის ძალიანი ძრავით იქნება აღჭურვილი.

გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ახალი Porsche 911 უფრო განიერი იქნება, სიგრძე კი იგივე დარჩება. სავარაუდოდ, კუპეს დებიუტი ამა წლის ოქტომბერში, პარიზის მოტორშოუს ფარგლებში შედგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები