პორტოში ასაკოვანი ადამიანები, რომელთა წლოვანებაც 65 წელს აჭარბებს, შეძლებენ ისარგებლონ ტაქსით მხოლოდ 2 ევროდ. ასეთი ტრანსპორტით მათ სამედიცინო ცენტრამდე ან საავადმყოფომდე მისვლა შეეძლებათ.
2 ევროიანი ტაქსის იდეა ჯერ კიდევ გასულ წელს გაჩნდა. მაშინ ხანდაზმულები იაფფასიანი ტრანსპორტით კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად დადიოდნენ.
ამიერიდან კი პორტუგალიელთა გადაყვანას საკუთარ თავზე ადგილობრივი კომერციული სამსახური აიღებს. ავტომობილის გამოსაძახებლად წინასწარ ოპერატორთან დარეკვა იქნება საჭირო.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს მალტაზეც, სადაც 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ტაქსით სარგებლობა სრულიად უფასოდ შეუძლიათ.