LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალია 4-დღიან სამუშაო კვირას დატესტავს

37
thumb_1024x663_4-day

პორტუგალიაში სტარტი აიღო საპილოტე პროექტმა, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ადგილობრივი კომპანია 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადავა. ამასთან, თანამშრომელთა ხელფასები არ შეიცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ the Mayor ავრცელებს.

ქვეყნის ხელისუფლების აზრით, ოთხ დღიანი სამუშაო კვირა დასაქმებულთა გრაფიკს უფრო მოქნილს გახდის, რაც თავის მხრივ სატრანსპორტო სისტემასაც განტვირთავს. ხალხს მეტი დრო ექნება ახლობლებთან დროის გასატარებლად, ჰობისთვის თუ საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.

დასაწყისისთვის პროექტში მონაწილეობას მხოლოდ რამდენიმე კერძო კომპანია მიიღებს. სამომავლოდ კი ახალი დღის წესრიგის შემოღებას სახელმწიფო დაწესებულებებშიც გეგმავენ.

პროექტი 2023 წლის ზაფხულში დაიწყება და დაახლოებით ნახევარი წელი გასტანს.

პორტუგალია აქტიურად მუშაობას იმ საკითხზე, რომ ადგილობრივებმა სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი დაიცვან. მაგალითად, გასულ წელს დამსაქმებლებს სამუშაო დღის დასრულების შემდეგ თანამშრომლებთან დაკავშირება აუკრძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები