პორტუგალია გლობალური საპენსიო უზრუნველყოფის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით პენსიონერებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნად დასახელდა. შარშან ის მეორე ადგილზე იყო, წერს IDealista.
რეიტინგში, რომელშიც 44 ქვეყანა შევიდა, აღნიშნულია, რომ ყველა მაჩვენებლით პორტუგალია იდეალური სახელმწიფოა ფიქსირებული შემოსავლის მქონე პენსიონერებისთვის.
ხანდაზმულ ადამიანებს დანიშნულება იზიდავს ცხოვრების მაღალი დონით, ხარისხიანი ჯანდაცვით, მაღალი უსაფრთხოებით, განვითარებული სოციალური ინფრასტრუქტურით, გლობალური მშვიდობის ინდექსში ლიდერი პოზიციით და ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონით.
თბილი ამინდი და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
პორტუგალიას წელიწადში 300-ზე მეტი მზიანი დღე და რბილი კლიმატი აქვს.
პენსიონერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა „მოსახლეობის კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, ასევე შესაძლებლობა სრულფასოვნად იურთიერთონ და აქტიურად ჩაერთონ ყოველდღიურ ცხოვრებაში“.
პენსიონერებისთვის ყველაზე შესაფერისი ქვეყნები:
პორტუგალია
მავრიკი
ესპანეთი
ურუგვაი
ავსტრია
იტალია
სლოვენია
მალტა
ლატვია
ჩილე