LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიის პრეზიდენტი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაშია

120
portpre-925f4

კორონავირუსის გამო პორტუგალიის პრეზიდენტი თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიური მედია ავრცელებს. მათი ცნობით, მარსელუ რებელუ დი სოუზა რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სკოლაში, რომელიც მოგვიანებით „კოვიდ-19“-ის გამო დახურეს. სავარაუდო დაინფიცირების მიზეზად სწორედ სკოლაში ვიზიტი სახელდება. პორტუგალიის პრეზიდენტი აცხადებს, ის ინკუბაციის პერიოდში საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს. მან საზღვარგარეთ დაგეგმილი ყველა ვიზიტი გააუქმა.

პრეზიდნეტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ პორტუგალიის ლიდერი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სკოლაში გასულ კვირას იმყოფებოდა, თუმცა პრეზიდენტის პრესსამსახური ამტკიცებს, რომ მარსელუ რებელუ დი სოუზასთან შეხვედრაზე ინფიცირებული ბავშვი ან მისი კლასელები არ იმყოფებოდნენ.

პრეზიდენტი 14 დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

დღეის მონაცემებით, პორტუგალიაში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა ფიქსირდება.

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე, დაინფიცირებულთა კი – 550-მდე გაიზარდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g