LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღა – საშობაო არდადეგების გასატარებლად საუკეთესო ქალაქად დაასახელეს

131

პრაღა – საშობაო არდადეგების გასატარებლად საუკეთესო ქალაქად დაასახელეს. ამერიკულმა გამოცემა „U.S. News & World Report“-მა ტრადიციული რეიტინგი გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ რეიტინგს სპეციალისტები ყოველ წელს, მოგზაურთა გამოხმაურების შესწავლის შემდეგ ადგენენ ხოლმე. ჩეხეთის დედაქალაქის გამარჯვება კი სავარაუდოდ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ბევრი ღირსშესანიშნაობის ნახვა სრულიად უფასოა, მათ შორისაა – ძველი ქალაქი, კარლის ხიდი თუ პრაღის გრადი. გარდა ამისა, დეკემბრის თვეში პრაღაში თოვს, რაც ბევრი ქალაქისთვის დიდ ფუფუნებას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ პრაღის გარდა საუკეთესოთა ათეულში ასევე ვენა, ლონდონი, ნიუ-იორკი, ციურიხი, მიუნხენი, ედინბურგი და ამსტერდამიც მოხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები