პრაღის ზოოპარკის მონახულება სულ მალე საბაგირო გზით იქნება შესაძლებელი. საბაგირო ერთმანეთთან ქალაქის ორ ნაწილს – პრაღა 6-სა და პრაღა 8-ს დააკავშირებს და მდინარე ვლტავაზე გადაიჭიმება. პროექტის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ ზოოპარკთან მისასვლელი ახალი გზა ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს ერთნაირად მოეწონებათ. ეს კი იმის იმედს იძლევა, რომ ზოოპარკთან პირადი ავტომობილით ნაკლები რაოდენობის ადამიანი მივა და მუდმივი საცობებიც განიტვირთება. საბაგიროს მშენებლობა უკვე დაიწყო და მისი გახსნა 2023 წლისთვისაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ საბაგიროთი მგზავრობა ზოოპარკამდე მისასვლელ დროს ზუსტად 3-ჯერ შეამცირებს.