ქაშუეთის ეკლესიასთან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მივიდნენ, თუმცა პოლიცია მათ რუსთაველის გამზირზე გადასვლის უფლებას არ აძლევს.
პრაიდის მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტთან გადასვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ამის უფლება არ მისცეს.
რუსთაველის გამზირზე პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა. პოლიციამ რამდენიმე პირიც დააკავა.