LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პრაქტიკულად, მიშა ნაცმოდან მიდის…როგორც ჩანს, ამ “გაწმენდილმა” პარტიამაც გაუწბილა იმედები – გია ნოდია სააკაშვილის ინიციატივაზე

395
BeFunky-collage (1)

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა წინასაარჩევნოდ პირადი შტაბის შექმნა დააანონსა.

ნოდია სააკაშვილის ვიდეომიმართვის რამდენიმე საინტერესო აქცენტებზე ამახვილებს ყურადღებას.

“პრაქტიკულად, მიშა ნაცმოდან მიდის და დისტანციურად ახალ პარტიას ქმნის.

2016 წელს, არჩევნების შემდეგ, მიშამ საკუთარი პარტია “გაწმინდა” იმ ხალხისგან, ვინც ახლა ევროპული საქართველოს ხელმძღვნალობას შეადგენს. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ისინი ბევრ (თუმცა არა ყველა) გადაწყვეტილებას მისგან დამოუკიდებლად იღებდნენ; მას იმედი ჰქონდა, რომ ამით პირად კონტროლს დაიბრუნებდა პარტიაზე.

როგორც ჩანს, ამ “გაწმენდილმა” პარტიამაც გაუწბილა იმედები. მისი ზოგი წამყვანი წევრი (ვაშაზე, მელია) ხანდახან ბედავდა, რაღაცაში საჯაროდ არ დათანხმებოდა (არასაჯაროდ რა ხდებოდა, არ ვიცი). ახლა საკუთარი, პირადი მოძრაობა უნდა შექმნას. ენმ მოიხსენია, როგორც ერთ-ერთი ოპოზიციური ძალა, რომელთანაც ასევე ითანამშრომლებს.

წელს ისინი დასრულდებიან - მიხეილ სააკაშვილი

“პირველი მარტიდან, “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე. შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება […]

ამ მიმართვაში საინტერესო (შესაძლოა – მთავარი) ისაა, რომ პირველი პირის ნაცვალსახელს სულ მხოლობითში ხმარობს – “მე გავაკეთე”, “მე გადავაბარე მმართველობა და ა.შ. (ეს მისი ბოლო გამოსვლების საერთო ტენდენციაა). წინა ხელისუფლების მიღწევები პირადად მისია და ბიძინაც პირადად მან უნდა გადააყენოს.

“ჩვენ” იხმარა მხოლოდ ერთხელ: “ჩვენ გიჟებს გვეძახდნენ”. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მართლა მხოლობითში უნდა ეთქვა: მას ეძახდნენ გიჟს და არა ვანო მერაბიშვილის, ზურა ადეიშვილს, გიგი უგულავას ან გიგა ბოკერიას (მათ სხვა რამეებს ეძახდნენ, გიჟებს არა). რომ არაფერი დამაბრალონ: სამართლიანად ეძახდნენო, არ ვამბობ, უბრალოდ, პირადად მას ეძახდნენ.

როგორც ფეისბუქზე კომენტარებიდანაც ჩანს, რაღაც რაოდენობის ხალხს მიშას ეს გადაწყვეტილება მოეწონება, რადგან მათ არ ესმით, რა არის “პარტია” და “ორგანიზაცია” და ესმით მხოლოდ “ლიდერი”. მაგრამ ასეთი ხალხი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მიშას ჰგონია (ეს საიდან უნდა იცოდეს?).

ენმ-ს მიშას გარეშე საერთოდ რა ეშველება, გაურკვეველია. ეს ეპიზოდი ცოტა მაგონებს ივანე მრისხანის წასვლას, რის შემდეგაც ბოიარები ხოხვით ეახლნენ. ახლაც რაღაც ამგვარი უნდა მოხდეს?

ამ ყველაფრის ობიექტურ შედეგებს რაც ეხება, იმასვე ვიტყვი, რასაც 2016 წელს იმ პარტიის დაშლის დროს ვამბობდი: მოგებული აქედან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმია.

მიშას ნაბიჯის კიდევ ერთი მსხვერპლია საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის იდეა, რომელიც თავისი ჩანაფიქრით ძალიან კარგი პროექტი იყო. ბიბლიოთეკა პარტიის შტაბი არ უნდა იყოს. (კი მეტყვიან, ბიბლიოთეკას რას დაეძებო, მაგრამ რა ვქნა, მომწონდა ის ბიბლიოთეკა).”- წერს გია ნოდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები