LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა ოჯახებს უსამძიმრებს

106
Capture

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა ოჯახებს საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით უსამძიმრებს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს სოლიდარობას უცხადებს.

„ღრმად დამწუხრებული ვართ ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო. საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები დაშავებულებთანაა და ჩვენ სოლიდარულები ვართ ამ მძიმე დროს“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ტიბეტის მთიან რეგიონში მომხდარი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-ს აღწევს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 130-ს.

მიწისძვრა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 9:05 საათზე მოხდა, რომლის ეპიცენტრი ტინგრის ოლქი იყო.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g