ამერიკელი მომღერალი, ბიბი რექსა ახალ კომპოზიციას Baby, I’m Jealous ავრცელებს. სინგლში კალიფორნიელი არტისტი, ამალარატნა დლამინი, ფსევდონიმით Doja Cat მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ ნამუშევარი ბიბი რექსას რიგით მეორე ალბომში შევა, რომელიც 2020 წლის ბოლოსკენ გამოვა.
შეგახსენებთ, ბიბი რექსამ მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. არტისტს წარმატება კომპოზიციებმა No Broken Hearts, I’m a Mess და Meant to Be მოუტანა.