49 წლის ჰიპ-ჰოპ არტისტმა, სნუპ დოგმა ცოტა ხნის წინ ახალი ალბომი, From tha streets 2 tha suites გაავრცელა. ნამუშევარი 10 სიმღერას აერთიანებს. საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებულად ერთ-ერთმა სიმღერამ, Gang Signs მიიპყრო, სადაც არტისტი ამბობს, რომ აშშ-ს ექს-პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან ერთად მარიხუანას ეწეოდა.
„კვლავ ჯინს ვწრუპავ წვენით, თან ვეწევი მარიხუანას, თავს დავდებ, რომ ამ პროცესში არასდროს გიკამათიათ ობამასთან“, – რეპავს სნუპი.
დანამდვილებით ცნობილი არ არის, მართლაც ეწეოდა თუ არა სნუპი ობამასთან ერთად მარიხუანას, თუმცა ის კი არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თეთრ სახლში ყოფნისას ხშირად დაკავებულა აღნიშნული საქმიანობით.