პრემიერმა ავტობანის დანაგვიანების პრობლემის
უსწრაფესად გადაჭრის განკარგულება გასცა
პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაგვიანების კუთხით კატასტროფული მდომარეობაა.
კვირიკაშვილის განცხადებით, ამ კუთხით მხოლოდ საინფორმაციო კამპანიები საკმარისი არ იქნება და საჭიროა მკაცრი სანქციების დაწესება.
„ავტობანის ტერიტორიაზე პოლიეთილენის პარკები და სხვა ტიპის ნაგავია მიმოფანტული ლანდშაფტზე. ეს ქვეყნის სახეა და ვერ შევეგუები, რომ ბუნება ასეთ მდგომარეობაში იყოს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მას მწვავე რეაქცია ექნება, თუ ზაფხულის სეზონისთვის, ანუ რამდენიმე თვეში ეს პრობლემა არ მოგვარდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ნაგვის დაყრაზე კონტროლი გამკაცრდა. ორშაბათიდან დედაქალაქში ამაზე კონტროლი, ინსპექტორებმა აიღეს.