„ძარცვავდა ქართულ ჯარსა და ბიზნესმენებს, ახლა დაკავებულია ევროპაში პენსიონერების ძარცვით – ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში რადიკალიზმს და პოლარიზაციას აფინანსებს“, – ამ განცხადებით გამოეხმაურა პრემიერი ირაკლი კობახიძე, ქოლ-ცენტრების საქმესა და ამ საქმეში დავით კეზერაშვილის ჩართულობასთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გაკეთებულ განცხადებას.
როგორც მანვე აღნიშნა, ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით არაერთი გამოძიება წარიმართა, თუმცა დავით კეზერაშვილს კლავ ეძლევა ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილების საშუალება.
„ყველამ იცის, რით არის დაკავებული ეს კაცი, ჯერ რით იყო დაკავებული, როცა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, მინისტრი და ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო – ძარცვავდა ქართულ ჯარსა და ბიზნესმენებს, ახლა დაკავებულია ევროპაში პენსიონერების ძარცვით.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩაირიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით ქოლ-ცენტრების საქმეზე, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაულის განხსნის თაობაზე საუბრისას, პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიება აქტიურად გრძელდება.
ამასთან დაკავშირებით უკვე არაერთი გამოძიება წარიმართა, მათ შორის, უცხოელ პარტნიორებთან ერთად და საბოლოო ჯამში ყველაფერი ხელისგულზე დევს.
ყველაზე შემაშფოთებელი და სამწუხარო არის ის, რომ ეს ადამიანი თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში რადიკალიზმს და პოლარიზაციას აფინანსებს, რასთან დაკავშირებითაც ყველამ საკუთარი დასკვნები უნდა გამოიტანოს“.- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.