LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: „დღეს, ოთხმა პარტიამ მიმართა ევროკავშირს, მათ შორის მოითხოვეს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება – ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს“

124
ირაკლი კობახიძე

„დღეს ოთხმა პარტიამ, სინამდვილეში ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, მიმართა ევროკავშირს კონკრეტული მოთხოვნებით – ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან დღევანდელ  მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ოპოზიციამ ევროკავშირისგან მოითხოვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ფინანსური დახმარების შეწყვეტა და საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციის შეწყვეტა.

ირაკლი კობახიძე – „იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია, ალბათ, შეგვეცოდებოდა, რომ არ ვიცოდეთ, რა ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, საქმე გვაქვს უსამშობლო ადამიანებთან“

„დღეს ამ ოთხმა პარტიამ, სინამდვილეში ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მიმართა ევროკავშირს კონკრეტული მოთხოვნებით და მე მინდა ჩამოვთვალო ეს ძირითადი მოთხოვნები – მათ მოითხოვეს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, მათ მოითხოვეს, კომუნიკაციის შეწყვეტა ევროკავშირსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, ხელისუფლებას შორის, მათ მოითხოვეს 120-მილიონიანი დაფინანსების შეჩერება და ასევე, მოითხოვეს, რომ ეს თანხა მიემართოს აგენტურის გაძლიერებისკენ ჩვენს ქვეყანაში.

ეს არის მთავარი მოთხოვნები, რომლითაც მიმართა რადიკალურმა ოპოზიციამ ბრიუსელს. თქვენ გახსოვთ საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გაუგზავნა მოსკოვს- ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს.

ისინი ყოველდღიურად ავლენენ საკუთარ სახეს, რაც არის ძალიან კარგი, ამას ხედავს საზოგადოება და მე ვფიქრობ, რომ ის 785 ათასი ადამიანიც, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ რადიკალურ ძალებს, გადააფასებს საკუთარ არჩევანს და საბოლოო ჯამში, ისინი დაუბრუნდებიან იმ პოზიციას, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებასთან.

ნიკა მელია: „ცივა? მერე რა! გაწვიმდება? მერე რა! აცივდება? მერე რა! – უმჯობესია ახლა გავწვალდეთ, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში“

მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შსს-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სხვა სამართალდამცავ უწყებებს იმისთვის, რომ სათანადოდ მართეს ეს პროცესები დღემდე და რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება პროცესების მართვა მომდევნო დღეების განმავლობაში.

რა თქმა უნდა, საზოგადოება შეწუხებულია იმ აქტივობების გამო, რომელსაც ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველაფრის ჯეროვნად მართვა. მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში და უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ორი კარვით კეტავდე ქუჩებს, სახლში უვარდებოდე და საღებავს სახეში ასხამდე ადამიანებს, ტერორისა და აპოკალიფსის შიშში აცხოვრებდე საკუთარ მოქალაქეებს… აზიანებდე ქვეყანას და მოითხოვდე ევროინტეგრაციის შეჩერებას, ეს მხოლოდ საბოლოოდ დამარცხებული და განადგურებული პოლიტიკოსების არჩევანია“ – ნინო წილოსანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g