LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი – მადლობა ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის – შს სამინისტრომ პროცესები მართა ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით, ნანახი გაქვთ სხვაგან როგორ ეპყრობიან დემონსტრანტებს, როგორი უხეშია დაშლის ფორმები

128
გომელაური და კობახიძე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გასული დღეების განმავლობაში, პროცესები ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მართა.

როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პოლიციელებს ამ დღეების განმავლობაში, უმძიმესი შეურაცხყოფისა და ფიზიკური თავდასხმები მოთმენა უწევდათ.

„კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ჩვენი სამართალდამცავი უწყებების განსაკუთრებულ როლს. მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, პირადად მას და თითოეულ პოლიციელს. ამ პროცესების სწორად მართვაში თითოეული პოლიციელის როლი იყო განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი. მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის. ჩვენ ვიცით არაერთი ფაქტი იმასთან დაკავშირებით, ამ დღეების განმავლობაში, თუ რისი მოთმენა უწევდათ პოლიციელებს. ეს იყო უმძიმესი შეურაცხყოფა, ეს იყო უმძიმესი ფიზიკური თავდასხმები პოლიციელებზე, თუმცა საბოლოო ჯამში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროცესები მართა ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. ნანახი გაქვთ ფრანგული, ჰოლანდიური, ამერიკული, გერმანული კადრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპყრობიან დემონსტრანტებს იქაური პოლიციელები. როგორი უხეშია დაშლის ფორმები და ხშირად ეს დაშლა იღებს ხოლმე დარბევის სახეს.

ირაკლი კობახიძე – „ჩვენი მიზანია, ოთხ წელიწადში 130 მილიარდ ლარამდე გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა, ტენდენციები არის ძალიან კარგი, ათი თვის მონაცემებით, გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა“

საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ მიტინგის დარბევა არის აბსოლუტურად უცხო მოვლენა. ყოველ ჯერზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით. გვქონდა გარკვეული შუალედური პერიოდი, როცა ერთ-ერთი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც დღეს ოპოზიციის რიგებიდან ესვრის პიროტექნიკას პოლიციელებს, თავის დროზე თვალებს თხრიდა დემონსტრანტებს, როცა მას შს მინისტრი ერქვა. ამას ის აკეთებდა თავის დროზე პატრონის დავალებით და დღეს უკვე პატრონის დავალებით ესვრის პოლიციელებს პიროტექნიკას. დღეს არის განსხვავებული ვითარება, იმიტომ, რომ შს მინისტრი არის ვახტანგ გომელაური. თითოეული პოლიციელი ამერიკულსა და ევროპულზე ბევრად უფრო მაღალი სტანდარტით რეაგირებდა ყველა იმ კანონდარღვევაზე, რომელიც ვიხილეთ გასული დღეების განმავლობაში. ასევე, მადლობა სხვა სამართალდამცავ უწყებებს, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რისკები იყო მათ შორის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის. მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა ის, რომ მაქსიმალურად იქნა ყველა რისკი თავიდან არიდებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: „საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ შედგა და არც არასდროს შედგება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g