პრემიერი: „მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია ზუსტად ასეთია.. მადლობა თქვენ მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს“

123
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (5)

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციას პროფესიული დღე მიულოცა. როგორც მთავრობის მეთაურმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს პოლიცია არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და რაც მთავარია მაღალპროფესიული.

მისი თქმით, პოლიციელების ურთულეს საქმიანობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველაზე ახლობელი ადამიანების თანადგომა.

„დღეს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლთა ნათელ ხსოვნას. ძვირფასო პოლიციელებო, თქვენს ურთულეს საქმიანობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ყველაზე ახლობელი ადამიანების თანადგომა. მე მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თქვენ მშობლებს, თქვენს მეუღლეებს, თქვენს შვილებს, თქვენი ოჯახების თითოეულ წევრს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს მაღალპროფესიონალი პოლიციელები, რაც პრემიერის თქმით, მინისტრის და სამინისტროში დასაქმებული ადამიანების დაუღალავი შრომის შედეგია.

„დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა, მადლობა უძილო ღამეებისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის“ – გომელაურმა პოლიციას პროფესიული დღე მიულოცა

„2022-2023 წლებში, პოლიციელების შრომის ანაზღაურება ჯამში 30%-ით გაიზარდა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“

„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობის და პარლამენტის წევრებო, პატივცემულო ელჩებო, მივესალმები ჩვენს მეგობრებს და მივესალმები ჩვენს საამაყო და გმირ პოლიციელებს. პოლიციის დღეს გილოცავთ ყველას, ჩემო ძვირფასო, ჩვენო საამაყო პოლიციელებო! მე პროფესიულ დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, ძლიერი და მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერის და წინსვლის აუცილებელი პირობაა.

მე ამაყი ვარ ქართული პოლიციით, მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია ზუსტად ასეთია. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ხელისუფლება ერთად ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ვისწრაფვით თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს შექმნისკენ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ნამდვილად ევროპული სტანდარტების თანამედროვე და რაც მთავარია მაღალ-პროფესიული პოლიცია. ეს რა თქმა უნდა, არის ბოლო წლების მასშტაბური რეფორმების შედეგი, ეს არის ჩვენი მინისტრის, ბატონი ვახტანგ გომელაურის და მისი გუნდის ეფექტური მუშაობის შედეგი და რა თქმა უნდა, ეს არის თითოეული თქვენგანის დაუღალავი, ერთგული მუშაობის შედეგი.

თქვენ შეძელით ის, რაც არცთუ შორეულ წარსულში ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა. თქვენ მოიპოვეთ ხალხის სრული ნდობა, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული. ამიტომ თქვენთან ერთად ამ დღეს ვულოცავ ჩვენს ხალხს. კანონის, საზოგადოებისა და ქვეყნის ერთგულებით, 24-საათიანი დაძაბული შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვათა სიცოცხლეზე ზრუნვით, თქვენ ფასდაუდებელ სამსახურის ეწევით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები
„მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა.. ტკბილად იძინე შვილო, შენ მეორე სიცოცხლით გაუმაძღარი ნაია ხარ და ის ნაია, ძალიან პატარამ დაიტირა დედაშენმა“ – მზია კახაძე ახალგაზრდა გოგოს შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
გიორგი კეკელიძე: „თავისუფლების სახელით შემოპარებული ბოდვა, რომ „ნარკოტიკი მოსულა“ და „ადამიანს რასაც უნდა, იმას იზამს, მისი საქმეა“ – სასწრაფოდ განზეა გასაწევი..წუხელ მორიგი ახალგაზრდა დაიღუპა ამ საშინელი სენით“
ირაკლი კობახიძე: ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა..საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით