„რა თქმა უნდა, ყველაფერს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს იმისათვის, რომ ძალადობის პრევენცია მოხდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ამის სრულად გამორიცხვა, თუ ძალადობა არის დაგეგმილი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი რადიკალური ძალები იმისათვის, რომ ეს ძალადობა განხორციელდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალადობის პრევენციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს არა ევროპული სტანდარტებით, არამედ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით.
“მთავარია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს არა ევროპული სტანდარტებით, არამედ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით. ეს არის დღევანდელი ხელწერა ჩვენი ხელისუფლების და კონკრეტულად სამართალდამცავი ორგანოების, რითაც განსხვავდება დღევანდელი შსს, მაგალითად: მერაბიშვილის და გახარიას მოქმედებებისგან. ამიტომ ეს არის სტანდარტი, რომელიც აუცილებლად იქნება დაცული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ყველაფერი პრევენციისთვის გაკეთდება“, – განაცხადა კობახიძემ.