LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი პრეზიდენტს აფხაზეთში გმირულად დაღუპულთათვის ჯილდოს მინიჭებას სთხოვს

92

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას გმირულად შეეწირნენ.

ეროვნული გმირის ორდენზე წარდგენილია საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, ხოლო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე წარდგენილნი არიან – არშაველ შენგელია, გივი პაპუაშვილი, ალექსანდრე ფარცვანია, გენური ლიპარტელიანი, მერაბ კვინიკაძე, სერგო სილაგაძე, ვახტანგ ფარცვანია, შალვა ნადირაძე და ელგუჯა შარტავა.

პრემიერმინისტრის წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნილია.

საქართველოს ხელისუფლებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, 1993 წელს სოხუმში დაღუპული ადამიანების ნეშტები, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ, ოჯახებს დაუბრუნდა. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულებს დღეს ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

პოპულალურები