საქართველოს აქვს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და წინსვლა, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის შედეგებზე ისაუბრა, რომელიც მმართველობის შეფასებას და ინდიკატორებს შეეხება.
“საქართველოს კორუფციის კონტროლისა და ეფექტური მმართველობის მიხედვით, ევროპაში და მთელ მსოფლიოში, წამყვანი და სანიმუშო პოზიციები აქვს.
კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ 50 ქვეყანას შორის 45-ე პოზიციაზე გავიდა. ხოლო მთელ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ოცეულში ანუ მე-19 ადგილზე”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, კორუფციის კონტროლით საქართველო ევროკავშირის წევრ 10 სახელწმიფოს უსწრებს. ღარიბაშვილის თქმით, ეს ქვეყნებია: ჩეხეთი, იტალია, სლოვაკეთი, კვიპროსი, მალტა, ხორვატია, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი.