LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: წელს ჩვენ გვექნება საუკეთესო სავაჭრო ბრუნვა იტალიასთან

117

წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოსა და იტალიას შორის მესამე ბიზნესფორუმი იმართება, რაც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო პოტენციალი საკმაოდ მაღალია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმზე განაცხადა.

მან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებსა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ისაუბრა.  „წელს გვექნება ჩვენ საუკეთესო სავაჭრო ბრუნვა იტალიასთან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენ გადავდგით ბოლო პერიოდის განმავლობაში არის საკმაოდ შედეგიანი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოდან იტალიაში ექსპორტზე გადის სხვადასხვა სახის პროდუქცია, ეს გახლავთ თხილი, ტექსტილის ნაწარმი, მინერალური სასუქები, ღვინო, ფეროშენადნობები და ბევრი სხვა. ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს DCFTA-ს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელმაც ჩვენი ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა.

მთავრობა აქტიურად ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც DCFTA-თი არის გათვალისწინებული. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ ამ პროცესის დაჩქარება, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში დავასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რაც გათვალისწინებულია“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g