LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი:„ვინც მზად არის ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი მოქალაქეების უფლებები, ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ“

28

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყველას მოუწოდებს  დაემორჩილონ კანონს და პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. „აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ ყოფითი შემთხვევა გამოყენებულ იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მიერ სიტუაციის ესკალაციისთვის. სამწუხაროდ, აღნიშნული ძალები არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობისთვის საძირკვლის შერყევას, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც ამ ეტაპზე ჩვენი მითითებით მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან, რათა მაქსმიმალურად ავიცილოთ თავიდან შესაძლო გართულება“, -განაცხადა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგები ბრიფინგზე. მისივე თქმით, მომხდარზე საზოგადოების უდიდესი ნაწილის რეაქცია ცალსახად უარყოფითია.

„საგანგებოდ მინდა მივმართო ყველას, ვინც მზად არის ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი მოქალაქეების უფლებები, ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები