LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერლიგა გამოსავალს ეძებს: 10 ნეიტრალური მოედანი ან იქნებ სულაც ავსტრალია

71
960x0

ინგლისის პრემიერლიგის დარჩენილი 92 მატჩი ათ ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდება.

პრემიერლიგის, სამედიცინო ორგანიზაციებისა და კლუბების წარმომადგენლებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს. გუნდებმა ერთხმად გამოხატეს სეზონის ჩამთავრების სურვილი. ამისთვის კი გარკვეული პირობებია დასაცავი. კერძოდ, უნდა შეირჩეს 10 ნეიტრალური სტადიონი. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ საშინაო შეხვედრების დროს სტადიონის სიახლოვეს გულშემატკივრების თავშეყრა აიცილონ თავიდან.

ახალი მოთხოვნები გაჩნდება საწვრთნელი პროცესის დროსაც. ფეხბურთელები ბაზაზე სპორტულ სამოსში უდა მივიდნენ და მუდმივად ეკეთოთ ნიღბები. ისინი ვერ მიიღებენ შხაპს და ვერ შეჭამენ. საჭიროების შემთხვევაში მოთამაშეებს საკვებს მანქანებთან მიუტანენ. დაშვებული იქნება მხოლოდ აუცილებელი სამედიცინო დახმარება.

ჭორების მიხედვით გუნდები ვარჯიშს მაისში დაუბრუნდებიან და ტურნირს ივნის-ივლისში დაასრულებენ.

ამასობაში The Sun წერს, რომ ინგლისელებს ჩემპიონატის დასრულება ავსტრალიამ შეთავაზა. პრემიერლიგის დარჩენილი მატჩების მისაღებად მზადაა ქალაქი პერტი, სადაც ოთხი დიდი სტადიონია.

პრემიერლიგა 29-ე ტურზე შეწყდა. ერთპიროვნული ლიდერი „ლივერპულია“, რომელსაც ჩემპიონობამდე სულ ცოტა უკლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები