ინგლისის პრემიერლიგა დასასრულს უახლოვდება, სამი ტურიც და ყველაფერი დალაგდება. ჩემპიონობისთვის ორი გუნდი იბრძვის, „სიტი“, რომელიც უკეთეს პოზიციაშია და 1 ქულით უსწრებს „ლივერპულს“. სწორედ ამ ორი გუნდის წევრები მიიჩნევიან წლის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტებად. საუბარია „სიტის“ რაჰიმ სტერლინგზე და მერსისაიდელთა დაცვის ბურჯ ვირხილ ვან დეიკზე.
თუმცა ახლა ირკვევა, რომ პროფესიული საფეხბურთო ასოციაციის (PFA) ვერსიით, საუკეთესო მოთამაშედ ჰოლანდიელ მცველს დაასახელებენ. თან ისე, რომ კონკურენტი სტერლინგი არ ყოფილა. ამაზე „დეილი მეილი“ წერს და უთითებს, რომ 27 წლის ვირხილმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო გამოკითხვაში, რომელშიც ფეხბურთელები მონაწილეობენ.
ვან დეიკის კონკურენტები კი იყვნენ: სერხიო აგუერო (სიტი), ბერნარდო სილვა (სიტი), სადიო მანე (ლივერპული), ედენ აზარი (ჩელსი).
პრიზის გადაცემის ცერემონია კვირას, 28 აპრილს შედგება.