ინგლისის პრემიერლიგის 250 მატჩში VAR-მა საკამათო ეპიზოდები 243-ჯერ გადაამოწმა. 74 შემთხვევაში მსაჯებმა გადაწყვეტილება შეცვალეს.
VAR-ის შემდეგ ჩათვალეს 9 გაუქმებული გოლი და დანიშნეს თავიდან არდანიშნული 12 პენალტი. გააუქმეს 39 გატანილი გოლი და 6 პენალტი.
ყველაზე მეტად ვიდეოგამეორება ეხმარება „მანჩესტერს“, რომლის სასარგებლოდ მიღებული ბალანსია +3 (ითვლება გოლები და პენალტი). მხოლოდ ოთხ გუნდს აქვს დადებითი ბალანსი. „იუნაიტედის“ გარდა ესენია „ბორნმუთი“, „კრისტალ პალასი“, „ნიუკასლი“ და „უოტფორდი“ (+1).
ყველაზე ხშირად VAR „შეფილდის“ წინააღმდეგ ამოქმედდა (-5). „ლესტერიც“ გვარიანად დაიჩაგრა (-4).
ყველაზე ხშირად აუქმებენ სადიო მანეს, გაბრიელ ჟესუსის და ჯონი ევანსის გოლებს (2). მთელ რიგ ფეხბურთელებს აქვთ ერთი გოლი, რომელიც თავიდან არ ჩაითვალა.