ინგლისის პრემიერლიგაში პაუზა 30 აპრილამდე გახანგრძლივდა.
„მანჩესტერი“ „ოლდ ტრაფორდის“ თანამშრომლებს 1 მლნ ფუნტს გადაუხდის, თუ პრემიერლიგის სეზონს ვერ ჩაამთავრებენ.
„ლივერპული“ „ენფილდის“ თანამშრომლებს ხელფასს შეუნარჩუნებს, სეზონის შეჩერების მიუხედავად.
ჰარი რედნაპი ტუალეტის ქაღალდზე: „დიდად არც მჭირდება. სახლში გაზეთების მთელი კარადა მაქვს“.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: „სერია-ა შესაძლოა ივლისის შუაწელს დასრულდეს“.
სერია ა-ს კლუბების უმეტესობას არ სურს, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მატჩები უქმეებზე ჩატარდეს სეზონის განახლების შემდეგ.
„აინტრახტის“ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. მთელი გუნდი კარანტინში გაუშვეს.
გლადბახის „ბორუსიას“ ფეხბურთელებმა უარი თქვეს ხელფასის ნაწილზე. კლუბი თვეში 1 მლნ ევროს ეკონომიას გააკეთებს.
„ლიონი“ 300 ათასს ევროს გადარიცხავს კორონავირუსთან საბრძოლველად.
რაკიტიჩი „სევილიაში“ დაბრუნდება სეზონის დასრულების შემდეგ (Sport.es).
„მილანი“ მზადაა 40 მლნ ევრო შეთავაზოს „ბეტისს“ ფეკირის სანაცვლოდ.
ლუკა იოვიჩი კარანტინის დარღვევაში დაადანაშაულეს. ფორვარდმა განაცხადა, რომ სერბეთში „რეალის“ ნებართვით გაფრინდა.