საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ხვდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერები შეხვედრაზე საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ასპექტებს განიხილავენ.
შეხვედრა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერმინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს.
ქართულ დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე და პრემიერმინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თედო ჯაფარიძე, იმყოფებიან.
