დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც მან ვაკის პარკში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ერთი რამ ცხადია, პრევენცია იქნა გაკეთებული.
“კვალიფიკაციის მინიჭება გამიჭირდება. ეს შესაბამისი სამსახურების კომპეტენციაა, გამოძიება მიმდინარეობს და ცხადია ერთი, რომ პრევენცია იქნა გაკეთებული, დანარჩენი გამოძიებას დაველოდოთ,”- აღნიშნა მან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.
