LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ვეთანხმები!

109
სალომე ზურაბიშვილი

პარლამენტის მიერ, სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას საქართველოს პრეზიდენტი აფასებს.

ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება:

“დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!” – წერს ზურაბიშვილი “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

კენჭისყრაზე ხმები ასე გადანაწილდა:

ბადრი ჯაფარიძე 77 – მომხრე; 38- წინააღმდეგი;

შალვა ნათელაშვილი 79 – მომხრე; 28 – წინააღმდეგი;

ელენე ხოშტარია 77 – მომხრე; 9 – წინააღმდეგი;

ჯაფარიძე: პარლამენტის კედლებში დღეს პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ახალი ტალღა განხორციელდა

mazda magti 5g