LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი – მინდა მივმართო მაია სანდუს, იმედი მაქვს, შენი და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე იქნება – ასევე, მივმართავ ვოლოდიმირ ზელენსკის: ვიცით, რომ ჩვენთვის იბრძვის და გამარჯვებული იქნება, ერთად შევალთ ევროპაში!

222
Screenshot 2024-10-20 210255

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშზე სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლისას მოლდოვის მოქმედ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატს, მაია სანდუს, ასევე, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და გამარჯვება უსურვა.

„მე მინდა, მივმართო მაია სანდუს. მაია, დღეს იმედი მაქვს, შენი გამარჯვების და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე იქნება. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში!

ასევე, მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენთვის იბრძვის და გამარჯვებული იქნება, ერთად შევალთ ევროპაში!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი – მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს, თუ ამერიკელებს: ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g