საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკა გიგაურმა განაცხადა, მან პრეზიდენტთან არჩევნებზე დაკვირვების პროცესსა და ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებებზე ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ ჩვენს სადამკვირვებლო მისიაზე, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ არჩევნებს კოალიციურად აკვირდება. მას აინტერესებდა, თუ რა გეგმები გვაქვს, რამდენი დამკვირვებელი გვეყოლება და როგორ ვაპირებთ ხმების დაცვას. ასევე აინტერესებდა ანტიკორუფციული სამსახურის გადაწყვეტილება და შემდეგ ამ გადაწყვეტილების გაუქმების საკითხები. ვსაუბრობდით, თუ რას გვედავებოდნენ უკანონოდ და რატომ შეცვალა გადაწყვეტილება. პრეზიდენტი მზად არის, რომ გააკეთოს ყველაფერი, რათა მოქალაქეებმა თავისუფალ გარემოში მისცენ ხმა, რა თქმა უნდა, იგი ამ ყველაფერში კონკრეტულ როლს შეასრულებს. ის ძალიან აქტიურია, თუნდაც ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.