LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას არ ესწრება

zurabishvili_salome5

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას არ ესწრება. კონფერენცია, რომელიც როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შეიქმნა, დღეს გაიხსნა და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მას საქართველოს ელჩები ესწრებიან, რონლებიც შესაბამისი ქვეყნებიდან სწორედ ამ დღისთვის ჩამოვიდნენ. რატომ არ არის პრეზიდენტი კონფერენციაზე, უცნობია.

როგორც ჟურნალისტებთან ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი აქვს ელჩებთან და დიპლომატებთან შეხვედრა, თუმცა მან არ დააკონკრეტა რა ფორმატში.

“სალომე ზურაბიშვილს ექნება შესაძლებლობა შეხვდეს ქართველ დიპლომატებს. მან ინაუგურაციის დროს ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები სწორედ საგარეო კუთხით გააკეთა, მიმართულებების ურყეობაზე და ვფიქრობ, ამ კუთხით კითხვები არ უნდა იყოს. მე რამდენადაც ვიცი ,მას აქვს დაგეგმილი, რომ შეხვდეს ქართველ დიპლომატებს” – განაცხადა ციხელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები