LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: „თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ.. შედეგს ვერ მიაღწევთ, ვერა!“

144
Untitled design

„რაც უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ  მშვიდობას ემსახურება და არა ომს“, – ასე მიმართა პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს უმრავლესობის დეპუტატებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „თბილისი და მოსკოვი, მეორე ფრონტის თემაზე, ერთ ენაზე საუბრობენ“.

„ევროკავშირი საქართველოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით, ამდენად რაც უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთის და სეპარატისტების გზავნილებს – თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ, ვერა!

ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ.

რაც უნდა ეცადოთ, რომ დაამტკიცოთ თითქოს ევროპული და ჩვენი ეროვნული ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია – რეალობას ვერ გაექცევით, რადგან ტერიტორიის დაცვა, დეოკუპაცია, თავდაცვითი ძალების გაძლიერება, მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკონომიკის და განათლების განვითარება წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის გარეშე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ამ მიმართვას დარბაზში ხმაური და რეპლიკები მოჰყვა, სალომე ზურაბიშვილმა კი მათ ზრდილობის გამოჩენისკენ მოუწოდა – „ზრდილობას გთხოვთ, ქართული წესია“, – თქვა პრეზიდენტმა. 

 

magti 5g